აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტი ენტონი ბლინკენისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის გზას აირჩევს, აშშ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად რუსეთის ეკონომიკას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს".
„უკრაინაში და უკრაინის ირგვლივ რუსეთის მუდმივი და არაპროვოცირებული სამხედრო აქტიურობის ფონზე, სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის გზას აირჩევს, აშშ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად რუსეთის ეკონომიკას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს, გააძლიერებს ნატოს წარმომადგენლობას ფრონტის ხაზზე მყოფ მოკავშირე ქვეყნებში და გაზრდის თავდაცვით დახმარებას უკრაინისთვის. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა უკრაინის ერთიანობის აუცილებლობას რუსეთის საფრთხის წინაშე. მან ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დაადასტურა პრინციპი, რომ უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებული არ იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კიევში ჩავიდა
ენტონი ბლინკენი: რუსეთს შეუძლია, უკრაინაზე თავდასხმა ძალიან მოკლე დროში განახორციელოს