შეგვიძლია, „ასტრაზენეკას“ ან სხვა ტიპის ვაქცინები, რომლებიც არ საჭიროებენ დაბალ ტემპერატურას, სწრაფად დავნერგოთ ქვეყანაში - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადების კონტროლის ცენტრში უკვე მუშაობს ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა ის კრიტერიუმები, თუ რომელი ჯგუფები აიცრებიან პირველ რიგში.

გამყრელიძის თქმით, თავიდან შეფასდა, თუ როგორია ქვეყანაში ცივი ჯაჭვის სისტემა, „ასტრაზენეკას“ ან სხვა ტიპის ვაქცინები, კი რომლებიც არ საჭიროებენ დაბალ ტემპერატურას, შესაძლებელია სწრაფად დაინერგოს ქვეყანაში.

„ვაქცინაცია სამმა ქვეყანამ დაიწყო, ალბათ, მალე დაიწყებს გერმანია და რამდენიმე დიდი ქვეყანა, სადაც თავად ამ ქვეყნებში ხდება ვაქცინების წარმოება. ჯერჯერობით ვაქცინაცია მხოლოდ ერთი ვაქცინით დაიწყო. დასავლეთი მაქვს მხედველობაში, რადგან ვაქცინაცია დაწყებულია ასევე რუსული წარმოების ვაქცინით რუსეთში და ჩინური წარმოების ვაქცინით ჩინეთში.

დასავლური წარმოების ვაქცინით, „ფაიზერით“ დაწყებულია დასახელებულ სამ ქვეყანაში, რომელსაც სჭირდება შესაბამისი ცივი ჯაჭვი. ჩვენთან, დაავადების კონტროლის ცენტრში უკვე მუშაობს ჯგუფი, ასეევე ჩამოყალიბებულია საკოორდინაციო საბჭოსთან შესაბამისი ინტერსექტორალური კომისია. ჯგუფმა უკვე შეიმუშავა კრიტერიუმები, რა ჯგუფები უნდა აიცრან პირველ რიგში. ასევე შეიმუშავა ეგრეთ წოდებული, სერვისების მიწოდების კრიტერიუმების, ასევე ხელმეორედ შეფასდა ქვეყანაში არსებული ცივი ჯაჭვის სისტემა, რა გვაქვს. ჩვენ გვავქვს კარგად გამართული ორიდან რვა გრადუსამდე ცივი ჯაჭვის სისტემა. არაფრის დამატება არ გვჭირდება და თავისუფლად შეგვიძლია, „ასტრაზენეკას“ ან სხვა ტიპის ვაქცინები, რომლებიც არ საჭიროებენ დაბალ ტემპერატურას, სწრაფად დავნერგოთ ქვეყანაში. ასევე, არის ამისთვის შესაბამისად მომზადებული შტაფი, რომელიც მოგეხსენებათ, რუტინულ ვაქცინაციას აწარმოებს. რაც შეეხება „მოდერნას“ ვაქცინას, რომელიც არის მინუც 20 გრადუსზე, ასევე მინუს 20 გრადუსზე ჩვენი მუნიციპალიტეტების დონემდე გვავქვს სამაცივრე მოწყობილობები მინუს 20გრადუსიანი, სადაც შეგვიძლია, თავისუფლად „მოდერნას დანერგვა“.

რაც შეეხება ცივ ჯაჭვს „ფაიზერთან“ დაკავშირებით, სადაც მინუს 70-80 გრადუსი გჭირდება, ასეთი 40-მდე მაცივარი გვაქვს ქვეყანაში, შესყიდვის პროცესშია კიდევ რამდენიმე ასეთი მაცივარი და ჩვენ ამ სისტემიების გამართვაც შეგვეძლება, თუ „ფაიზერის“ ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი დიდ ქალაქებში და შესაძლებელი იქნება ამ ვაქცინის იმპლემნენტაცია. შესაბამისად, ამ ორ ვაქცინაზე საჭირო იქნება ადამიანების დამატებით გადამზადება. ასევე, ქვეყანაში სერიოზულად ფუქნქციონირებს იმუნიზაციის მოდული, რადგან ყველა ვაქცინირებული ადამიანი შეყვანილი უნდა იქნას ელექტრონულად, ერთიანი კამპანიური წესით როდესაც ერთ და ორ თვეში დაახლოებით 200-300 ათასი ადამიანი უნდა აიცრას, ამას კამპანია დასჭირდება და არ იქნება ისეთი, როგორსაც ვაწარმოებთ რუტინულ ვაქცინაციას. მაგრამ ამისთვის ეს ჯგუფი სერიოზულად მუშაობს. ალბათ ამ წლის ბოლოს ეგრეთ წოდებული ვაქცინაციის დანერგვის გეგმის პრეზენტაცია იქნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.