"ახლო მომავალში უკრაინის NATO-ში გაწევრიანების ალბათობა მცირეა", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს რამდენიმე ხელშეკრულება, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე ევროპაში, რომელთა თანახმადაც შეგიძლია აირჩიო, თუ ვისთან ერთად გსურს ყოფნა, თუმცა ალბათობა იმისა, რომ ახლო მომავალში უკრაინა NATO-ს წევრი გახდება, მცირეა იმის გათვალისწინებით, რომ მათ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ შესასრულებელი დემოკრატიისა და იქ არსებული სხვა ბევრი საკითხის კუთხით, ასევე იმის გათვალისწინებით, დაუჭერენ თუ არა მხარს მსხვილი დასავლელი მოკავშირეები ახლა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
ასევე წაიკითხეთ: