"ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს „მწვანე შუქი“ აუნთო", – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა თომ თილისიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.
„სამარცხვინოა, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა მწვანე შუქი აუნთო ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შესაჭრელად, სანამ ეს არის „მცირე შეჭრა“, დაშოშმინების პოლიტიკა ყოველთვის წარუმატებელია“, - წერს სენატორი.
ასევე წაიკითხეთ:
აშშ-ის პრეზიდენტი: ახლო მომავალში უკრაინის NATO-ში გაწევრიანების ალბათობა მცირეა