სენატორი რობ პორტმანი: ღრმად შეწუხებული ვარ ბაიდენის მიერ უკრაინაზე გაკეთებული კომენტარით

"ღრმად შეწუხებული ვარ აშშ-ს პრეზიდენტის კომენტარით, რომელიც უკრაინას ეხება", -ამის შესახებ სენატორი რობ პორტანიშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა.

"ღრმად შეწუხებული ვარ აშშ-ს პრეზიდენტის კომენტარით, რომელიც მიუთითებს, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა შესაძლოა მხოლოდ "მცირე შეჭრა" იყოს.

ეს ამ საფრთხის აღქმის არასწორი გზაა. უკრაინაში რუსეთის ნებისმიერი შეჭრა უნდა განიხილებოდეს, როგორც დიდი შეჭრა, რომელმაც შესაძლოა უკრაინასა და ევროპაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს", - განაცხადა სენატორმა.

ასევე წაიკითხეთ:

სენატორი რობ პორტმანი: ჩვენ უკრაინა და საქართველო NATO-ში უნდა შევიყვანოთ

სენატორი: ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს „მწვანე შუქი“ აუნთო

აშშ-ის პრეზიდენტი: ახლო მომავალში უკრაინის NATO-ში გაწევრიანების ალბათობა მცირეა