"თუ რუსეთი უკრაინაში კვლავ შეიჭრება, NATO-ს მოუწევს აღმოსავლეთ ფლანგზე გაძლიერდეს" - ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, „ამერიკის ხმის“ აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელთან, მიროსლავა ღონღაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
"ჩვენ რუსეთს შევთავაზეთ მკაფიო არჩევანი. ერთის მხრივ, არჩევანი დიპლომატიისა და დიალოგის, ან კონფრონტაციისა და შედეგების. სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენ გვქონდა რუსეთთან დიპლომატიური ჩართულობის ინტენსიური სერია, უშუალოდ ჩვენს შორის, სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის საშუალებით ნატოში და ასევე ეუთოში, რუსეთის ფედერაციის საბჭოსთან. და მე კვლავ ვიტოვებ იმედს, რომ რუსეთი ამ დიპლომატიურ გზას გააგრძელებს. მაგრამ, ჩვენ ასევე ნათლად განვაცხადეთ, თუ რუსეთი გადაწყვეტს განაახლოს თავისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენ არ ვართ მხოლოდ „ჩვენ“, მარტო შეერთებული შტატები. ჩვენ ვართ ბევრი ქვეყანა ევროპაში და მის მიღმაც კი, ვინც [რუსეთის აგრესიას] ძალიან ძლიერ და მტკიცე პასუხს გასცემს", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ:
ენტონი ბლინკენი: რუსეთს შეუძლია, უკრაინაზე თავდასხმა ძალიან მოკლე დროში განახორციელოს