დიმიტრი პესკოვი: ვშიშობთ, მოსკოვის წინააღმდეგ აშშ-ის მუქარა უკრაინაში ახალი ომის პროვოცირებას გამოიწვევს

"რუსეთი შიშობს, რომ მოსკოვის წინააღმდეგ აშშ-ის მუქარა უკრაინაში ახალი ომის პროვოცირებას გამოიწვევს", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის განცხადებები ხელს არ უწყობს იმ დაძაბულობის განმუხტვას, რომელიც ევროპაში ახლა წარმოიშვა.

„უკრაინის NATO-ში მოკლევადიან პერსპექტივაში არშესვლა არ ნიშნავს უარს უკრაინის ალიანსში მიღებაზე საშუალოვადიან პერსპექტივაში. მოსკოვის პოზიცია უკრაინის NATO-ში არმიღების საკითხთან დაკავშირებით რუსეთისთვის ისეთივე ფუნდამენტურია, როგორც ამ ქვეყნის ტერიტორიაზე სტრატეგიული იარაღის არგანლაგების საკითხი. ამ კითხვებზე პასუხები იმ წერილობითი განცხადებებიდან უნდა გავიგოთ, რომელსაც უახლოეს დღეებში ველოდებით“, – განაცხადა პესკოვმა.

ასევე წაიკითხეთ:

ჯენ ფსაკი: რუსული ძალის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა იქნება განახლებული შეჭრა და ამას მკაცრი პასუხი მოჰყვება