ნოვაკ ჯოკოვიჩი აპირებს, ავსტრალიის ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლოს

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი აპირებს, ავსტრალიის ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლოს.

ჩოგბურთელი გეგმავს, კომპენსაციის სახით 3,2 მილიონი გირვანქა სტერლინგი მოითხოვოს. ამ თანხაში შედის საპრიზო 2,3 მილიონი გირვანქა, რომელიც სერბ ჩოგბურთელს ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობის შემთხვევაში შეიძლება მიეღო.

ცნობისთვის, 16 იანვარს, ავსტრალიაში, სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის იმიგრაციის მინისტრის მიერ ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ვიზის გაუქმება კანონიერი იყო. შესაბამისად, მსოფლიოს პირველ ჩოგანს ქვეყნის დატოვება მოუწია.

ასევე წაიკითხეთ:

ნოვაჯ ჯოკოვიჩი დეპორტირებულია

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიაში სასამართლო დავა წააგო და მისი დეპორტაცია იგეგმება