ევროკომისიის პრეზიდენტი: არსებული სირთულეები კრემლის სახიფათო პოლიტიკასთან არის დაკავშირებული

"რუსეთთან და რუს ხალხთან სირთულეები არ გვაქვს. არსებული სირთულეები კრემლის სახიფათო პოლიტიკასთან არის დაკავშირებული", – აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიდეოჩართვის დროს განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ის მიესალმება რუსეთთან დიალოგს.

„ევროკავშირი რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და უმსხვილესი ინვესტორია. ეს სავაჭრო ურთიერთობები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუმცა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. ვიმედოვნებთ, რომ თავდასხმა არ მოხდება, თუმცა თუ მოხდება ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მსურს, არ დაივიწყოთ ერთი რამ: რუსეთს და ევროპას საერთო გეოგრაფია, ისტორია და კულტურა აქვს. ჩვენ ასევე გვსურს საერთო მომავალი. ჩვენ რუსეთთან და რუს ხალხთან სირთულეები არ გვაქვს. არსებული სირთულეები კრემლის სახიფათო პოლიტიკასთან არის დაკავშირებული“, – ვკითხულობთ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

დიმიტრი პესკოვი: ვშიშობთ, მოსკოვის წინააღმდეგ აშშ-ის მუქარა უკრაინაში ახალი ომის პროვოცირებას გამოიწვევს

აშშ-ის ელჩი: ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს რუსეთთან, შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად