უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა არ აპირებს, ისევ საკუთარი მოქალაქეების სისხლით გადაიხადოს პარტნიორების უუნარობის გამო

"უკრაინა არ აპირებს, ისევ საკუთარი მოქალაქეების სისხლით გადაიხადოს პარტნიორების უუნარობის გამო, სწრაფად გამოიტანონ დასკვნები რუსეთის ქმედებებზე", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განცხადა.

„რუსეთს არასწორხაზოვნად მოქმედება შეუძლია, ამიტომ უკრაინა არ მიიღებს ახსნის არანაირ მცდელობას, რომ რუსეთის შესაკავებლად არ არის საჭირო რამის გაკეთება, რადგან ეს „არაა საკმარისად მასშტაბური შემოჭრა“ ან არ არსებობს „საკმარისი მტკიცებულებები“, რომ ეს რუსი ჯარისკაცები არიან, ან თუნდაც, ფერმერები, მეშახტეები ან უცნობი „პატარა მწვანე კაცები“ არიან. ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე წაიკითხეთ:

აშშ-ის პრეზიდენტი: ახლო მომავალში უკრაინის NATO-ში გაწევრიანების ალბათობა მცირეა

სენატორი რობ პორტმანი: ღრმად შეწუხებული ვარ ბაიდენის მიერ უკრაინაზე გაკეთებული კომენტარით