ჟენევაში ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის მოლაპარაკებები გაიმართება

ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი უკვე ჟენევაში იმყოფებიან, სადაც დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთის მიერ უსაფრთხების გარანტიებთან დაკავშირებული წინადადებები იქნება.

როგორც ცნობილია, რუსეთი ითხოვს გარანტიას, რომ NATO აღარ გაფართოვდება და ალიანსი შეწყვეტს შეიარაღების განლაგებას რუსეთის საზღვრების სიახლოვეს.

ასევე წაიკითხეთ:

ენტონი ბლინკენი: თუ რუსეთი უკრაინაში კვლავ შეიჭრება, NATO-ს მოუწევს აღმოსავლეთ ფლანგზე გაძლიერდეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გზას აირჩევს, აშშ რუსეთის ეკონომიკას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს