აშშ-მა ბელარუს მაღალჩინოსნებს თვითმფრინავის გატაცებაში ბრალი დასდო

აშშ-მა ბელარუსი მაღალჩინოსნები ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავის გატაცებაში დაადანაშაულა.

ამასთან, ბრალდებულებს შორის არიან „ბელაერონავიგაციის“ ხელმძღვანელი ლეონიდ ჩურო და მისი მოადგილე ოლეგ კაზიუჩიცი.

გამოძიების ცნობით, მათ „რაინეარის“ თვითმფრინავზე არსებული ბომბის შესახებ ინფორმაცია გააყალბეს, რათა ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი, ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დაეკავებინათ.

ცნობისთვის, საქმე ეხება 2021 წლის მაისში, მინსკის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც სამგზავრო თვითმფრინავი იძულებით დასვეს. ამ დროს სხვა მგზავრებთან ერთად ბორტზე იმყოფებოდა აშშ-ის ოთხი მოქალაქეც.