ჟენევაში ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა მიმდინარეობს

ჟენევაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე მედიისთვის გაკეთებული განცხადებისას ენტონი ბილინკენმა აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა დაძაბულობის განმუხტვის ნაწილია.

„ძალიან ვაფასებ ამ შეკრების შესაძლებლობას. აქ მოვედი მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთან კონსულტაციების შემდეგ. ეს არის მუდმივი ძალისხმევის ნაწილი, რათა მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორებთან პრობლემის გადასაჭრელად. ჩვენი პარტნიორები იზიარებენ ჩვენს ღრმა შეშფოთებას, ყველა თანაბრად ერთგული ვართ დიპლომატიისა და დიალოგის მიმართ, რათა გადაწყდეს ჩვენი უთანხმოება. ჩვენ ასევე მზად ვართ, თუ ეს შეუძლებელი იქნება და რუსეთი გადაწყვეტს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას, მას ერთიანი და სწრაფი პასუხი გაეცეს“, – განაცხადა ბლინკენმა.

ამასთან, როგორც სერგეი ლავროვმა აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრისგან „გარღვევას არ ელოდება“.

ასევე წაიკითხეთ:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის მიერ შეთავაზებული „უსაფრთხოების გარანტიები“ ბულგარეთიდან და რუმინეთიდან NATO-ს ჯარების გაყვანასაც ითვალისწინებს