"თურქეთი მშვიდობის დამყარებისკენ მიისწრაფვის და იმედი მაქვს, რომ რეგიონში უარყოფითი მოვლენები არ განვითარდება", - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„რეგიონში ომის ფსიქოლოგია გვაწუხებს. თურქეთს კავშირები ორივე მხარესთან აქვს. იმედი ვაქვს, რაც შეიძლება მალე უზრუნველვყოფთ ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის პირისპირი შეხვედრის გამართვას“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.