უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი ხარკოვის ოკუპირებას შეიძლება შეეცადოს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამგვარი სცენარის განხორციელება სრულმასშტაბურ საბრძოლო მოქმედებებს გამოიწვევს.
„თუ რუსეთი ესკალაციის გაძლიერებას გადაწყვეტს, რა თქმა უნდა, ამას იმ ტერიტორიებზე გააკეთებს, სადაც ისტორიულად ის ხალხი ცხოვრობს, რომელსაც რუსეთთან ნათესაური კავშირები აქვს. ხარკოვი, რომელიც უკრაინის მთავრობის კოტროლის ქვეშ იმყოფება, შეიძლება ოკუპირებული იყოს. რუსეთს საბაბი სჭირდება. იტყვიან, რომ რუსულენოვან მოსახლეობას იცავენ. ყირიმის ანექსიის შემდეგ, ჩვენ გვესმის, რომ ეს სცენარი განხორციელებადია და შეიძლება მოხდეს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ასევე წაიკითხეთ:
ვოლოდიმირ ზელენსკი: გვინდა, შევახსენოთ დიდ სახელმწიფოებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერი