ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვს: "თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას გადაწყვეტს, მზად ვართ, ერთობლივი და სწრაფი პასუხი გავცეთ ამას, რასაც რუსეთისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება", - ამის შესახებ ჟენევაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს განუცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ და ევროპელი პარტნიორები დაინტერესებულნი არიან უკრაინაში სიტუაციის მშვიდობიან დარეგულირებაში, ხოლო ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებების მთავარი მიზანი დეესკალაცია და უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის თავიდან აცილებაა.
„ეს მოლაპარაკებები დეესკალაციისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესიის პრევენციის მიმდინარე ძალისხმევის ნაწილია. აქ მოსვლამდე კონსულტაციები მქონდა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. კიევში ვიმყოფებოდი ვიზიტით. ესეც ძალისხმევის ნაწილია. მჭიდრო კოორდინაცია გვაქვს ყველა ჩვენს მოკავშირესთან და პარტნიორთან, რომლებიც ჩვენს შეშფოთებას იზიარებენ. ერთნაირად დაინტერესებულნი ვართ დიალოგში, რათა ჩვენი უთანხმოებები გადავწყვიტოთ“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
ასევე წაიკითხეთ:
ჟენევაში ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა მიმდინარეობს