რუსეთის დუმა მომავალ კვირაში ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ ინიციატივაზე იმსჯელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, რუსეთის დუმის სპიკერის ინფორმაციით, რუსმა პარლამენტარებმა, „კომუნისტური პარტიის“ ლიდერის, გენადი ზიუგანოვის ხელმძღვანელობით წარადგინეს კანონპროექტი, რომელშიც „ვლადიმერ პუტინისგან დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას ითხოვენ“.
ვოლოდინის თქმით, „მმართველი პარტია შეშფოთებულია ამ რეგიონებში მცხოვრები რუსების უსაფრთხოებით“. მისი თქმით, „პრეზიდენტი ზელენსკი მინსკის ხელშეკრულებებს უგულებელყოფს, ნატო-ს უკრაინის ოკუპაცია სურს, რამაც შეიძლება, დიდი ტრაგედია გამოიწვიოს, რაც რუსეთმა არ უნდა დაუშვას“.
ასევე წაიკითხეთ: