რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას წარმოგვიდგენენ წერილობით პასუხს ჩვენს ყველა წინადადებაზე

„შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას წარმოგვიდგენენ წერილობით პასუხს ჩვენს ყველა წინადადებაზე“, — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟენევაში გამართული აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

ამასთან, დღევანდელი შეხვედრა დროზე ადრე, ნახევარ საათში დასრულდა.

ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასული წლის დეკემბერში გამოაქვეყნა “უსაფრთხოების გარანტიებზე” შეთანხმების ორი პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიემართება, ხოლო მეორე — NATO-ს. რუსეთი მიმდინარე კვირასაც ელოდებოდა წერილობითი პოზიციას აშშ-ისა და NATO-სგან, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ამ მომენტისთვის ფორმალური დოკუმენტის წარდგენას არ აპირებდა.

ასევე წაიკითხეთ:

ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვს: თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას გადაწყვეტს, მზად ვართ ამას, სწრაფი პასუხი გავცეთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის მიერ შეთავაზებული „უსაფრთხოების გარანტიები“ ბულგარეთიდან და რუმინეთიდან NATO-ს ჯარების გაყვანასაც ითვალისწინებს