"ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიოდ იმის თქმა, თუ რას არ ვიზამთ. ჩვენ უარს არ ვიტყვით ფუნდამენტურ პრინციპებზე. ჩვენ ამ პრინციპებს დავიცავთ. ერთ-ერთი ასეთი პრინციპი ნატოს ღია კარის პოლიტიკაა“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
ასევე წაიკითხეთ: