აშშ-ის საგარეო უწყება უკრაინაში დისლოცირებული დიპლომატების ოჯახების ევაკუაციის გეგმას განიხილავს

აშშ-ის საგარეო უწყება უკრაინაში დისლოცირებული დიპლომატების ოჯახების ევაკუაციის გეგმას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

მათივე ცნობით, დიპლომატების ოჯახის წევრები მიიღებენ ბრძანებას ქვეყნის დატოვების შესახებ, საელჩოს თანამშრომლების ნაწილისთვის კი უკრაინაში დარჩენა ნებაყოფლობითი იქნება.

ცნობისთვის, აშშ-ს საელჩო კიევში 180 ამერიკელ მოქალაქეს და 560 უკრაინელს ასაქმებს.

ასევე წაიკითხეთ:

ვოლოდიმირ ზელენსკი: 24 რუსული კომპანიისა და 76 ფიზიკური პირის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა

ვოლოდიმირ ზელენსკი: 24 რუსული კომპანიისა და 76 ფიზიკური პირის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა