ირლანდიამ COVID19-ის გამო დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა გააუქმა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მაიკლ მარტინის განცხადებით, „ირლანდიამ „ომიკრონის“ შტორმი გადაიტანა, რაც, დიდწილად, ბუსტერ დოზების დამსახურებაა“.
ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, რესტორნებისა და ბარების საღამოს 8 საათზე დაკეტვა აღარ იქნება სავალდებულო, უქმდება მომხმარებლების მიერ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებაც.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.