პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, რუსეთის მიმართ მკაცრი და ერთიანი პოზიცია დაიკავონ.
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ასევე გაუსვა ხაზი პოლონეთის მხარდაჭერას კიევისთვის.
„პოლონეთი ცალსახად უჭერს მხარს უკრაინას მის პროდასავლურ მისწრაფებებში. რუსული მუქარის პირობებში, უკრაინისთვის მთავარია ევროპის ერთიანობა და სოლიდარობა. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ საქმე აქვს ერთიან ფრონტთან, გამონაკლისის გარეშე.
პოლონეთი უარყოფს გავლენის სფეროების კონცეფციას და მხარს უჭერს უკრაინის სრულ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
ასევე წაიკითხეთ:
აშშ-ის საგარეო უწყება უკრაინაში დისლოცირებული დიპლომატების ოჯახების ევაკუაციის გეგმას განიხილავს
გერმანია ესტონეთის მიერ უკრაინისთვის გერმანული წარმოების არტილერიული შეიარაღების გადაცემას ბლოკავს