გრეგორი მიქსმა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრეგორი მიქსმა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა, რომელიც იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.

კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს ნავთობსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ წინააღმდეგ, რუსეთის მომპოვებელი მრეწველობის და სულ მცირე სამი ​ფინანსური ინსტიტუტის წინააღმდეგ.

კანონპროექტი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხელმოსაწერად მხოლოდ კონგრესის ორივე პალატის მიერ დამტკიცების შემდეგ გადაეგზავნება.

ასევე წაიკითხეთ:

აშშ-ის საგარეო უწყება უკრაინაში დისლოცირებული დიპლომატების ოჯახების ევაკუაციის გეგმას განიხილავს

გერმანია ესტონეთის მიერ უკრაინისთვის გერმანული წარმოების არტილერიული შეიარაღების გადაცემას ბლოკავს