საფრანგეთის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს კლოდ გეანს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, მათ შორის 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

საქმე ეხება ელისეს სასახლის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებისას კონტრაქტების გაფორმებისას დაშვებულ დარღვევებს.

77 წლის გეანი, რომელიც თვეზე მეტია სხვა საქმის გამო პარიზის ერთ-ერთი ციხეში იხდის სასჯელს, განაჩენის გამოცხადებას არ ესწრება.

ცნობისთვის, კლოდ გეანი საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს 2011-2012 წლებში ხელმძღვანელობდა.