„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ რუსეთს მოსთხოვა, არ გაასაჯაროოს წერილი, რომელსაც მომავალ კვირას მოსკოვი აშშ-სგან მიიღებს.
მედიის ცნობით, ამერიკულმა მხარემ რუსეთს მოსთხოვა, აღნიშნული წერილობითი პასუხი არ გასაჯაროვდეს, თუმცა ვაშინგტონში თვლიან, რომ კრემლმა შესაძლოა, ის მაინც გამოაქვეყნოს.
ამასთან, „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციის წერილობით პასუხში საუბარი იქნება ამერიკის უსაფრთხოების შეთავაზებაზე და იქნება იმის დადასტურება, რომ ამერიკის ინტერესებში არის სურვილი დიალოგის გაგრძელებაზე.
ასევე წაიკითხეთ:
აშშ-მა უკრაინას 90 ტონა ლეტალური იარაღი მიაწოდა
თეთრი სახლის პრესსპიკერი: აშშ მომავალ კვირას რუსეთისთვის წერილობითი პასუხების წარდგენას გეგმავს