ევროკავშირი აცხადებს, რომ ავღანეთში "მინიმალური ყოფნა" აღადგინა

ევროკავშირი აცხადებს, რომ ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე აღადგინთავისი „მინიმალური“ ყოფნა ავღანეთში, რომლის წინაშე მდგარმა ეკონომიკურმა პრობლემებმა გააღატაკა მილიონობით ავღანელი.

ევროკავშირის საგარეო საკითხების სამსახურის სპეციალურმა წარმომადგენელმა, პეტერ სტანომ, 21 იანვარს განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი არ ნიშნავს თალიბების ხელისუფლების აღიარებას.

ამასთან, თალიბების დელეგაცია ამ კვირის ბოლოს სამდღიანი ვიზიტით ჩავა ოსლოში, სადაც მოლაპარაკების გზით შეეცდება მიაღწიოს იმ ვითარების შემსუბუქებას, რასაც ნორვეგიის ხელისუფლებამ „სრულმასშტაბიანი ჰუმანიტარული კატასტროფა“ უწოდა. ეს იქნება პირველი შემთხვევა მას მერე, რაც ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ თალიბების სამთავრობო დელეგაცია დასავლეთ ევროპას ესტუმრება.

ასევე წაიკითხეთ:

აშშ ავღანეთს ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით $308 მილიონს გამოუყოფს

"რესპუბლიკელი“ კონგრესმენი: ავღანეთიდან აშშ-ის გასვლამ რუსეთი გაათამამა