„თალიბანის“ დელეგაცია პირველი ვიზიტით ევროპაში ჩავიდა.
მათივე ცნობით, თალიბების ჯგუფს ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ამირ ხან მუთაქი ხელმძღვანელობს.
„დასავლეთის ბერკეტი „თალიბანზე“ არის თითქმის 10 მილიარდი დოლარი ავღანური ფული, რომელიც ძირითადად შეერთებულ შტატებშია შენახული“, – წერს მედია.
ამასთან, „თალიბანის“ წევრები სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ევროპული ქვეყნების ოფიციალურ პირებსა და ავღანეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ასევე წაიკითხეთ: