აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გაუგზავნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გაუგზავნა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის თქმით, კიევში ამერიკულმა თვითმფრინავმა 80 ტონა შეიარაღება ჩაიტანა.

„მეორე ჩიტი კიევში! 80 ტონაზე მეტი იარაღი უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან! და ეს არ არის დასასრული“, – წერს უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში.

ასევე წაიკითხეთ:

აშშ-მა უკრაინას 90 ტონა ლეტალური იარაღი მიაწოდა

ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ განაცხადეს, რომ უკრაინას ანტისატანკო და საზენიტო რაკეტებს მიაწვდიან