სირიის ქალაქ ჰასაქის ციხეზე ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად, ჯიჰადისტების ნაწილი საპატიმროდან გაიქცა. დასავლური მედიის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 84 ჯიჰადისტი, 45 ქურთი მებრძოლი და შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ღვაირანის ციხეში 3 500-მდე სავარაუდო ჯიჰადისტი და დაჯგუფების რამდენიმე ლიდერი იყო დაპატიმრებული.
ამასთან, რამდენიმე ასეული ჯიჰადისტი ქურთებმა უკვე დააკავეს, თუმცა პატიმრების ნაწილს ამ დრომდე ეძებენ. ქურთების უსაფრთხოების ძალებმა ციხე ალყაში მოაქციეს და მიმდებარე უბნებზე კონტროლის დაბრუნებას ცდილობენ.