აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კვირა საღამოს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა კარგად იცის “რუსეთის ტაქტიკა და ტექნიკა”, რომლის განხორციელებასაც რუსეთი შეძლებს უკრაინის მთავრობის ძირის გამოსათხრელად. მაგრამ ამერიკა დიპლომატიას გააგრძელებს აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის შემცირების იმედით. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ხმა ავრცელებს.
კვირასვე, გვიან საღამოს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბრძანება გასცა, რომ უკრაინაში აშშ-ის საელჩოს დიპლომატების ოჯახებმა სურვილისამებრ დატოვონ ქვეყანა. ბლინკენმა ცალკე კომენტარში დასძინა, რომ ეს ზომა არ არისს ევაკუაცია, რადგან საელშო და უკრარინაში მომუშავე დიპლომატები მუშაობას განაგძობენ.
ასევე წაიკითხეთ:
ენტონი ბლინკენი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციაზე: ჩვენ ამ ტაქტიკის შესახებ ვსაუბრობდით