ევროპარლამენტარი, ესტონეთის თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური რიო ტერასი გერმანიის საზღვაო ძალების მეთაურის გადადგომის შესახებ ინფორმაციას Twitter-ზე შემდეგ ტექსტს ურთავს:
„გერმანიამ უნდა გააცნობიეროს, რომ პუტინი ბოროტი დიქტატორია და არა „ბიზნესპარტნიორი“. თუ პატარა ქვეყნებსაც კი შეუძლიათ რუსეთს დაუპირისპირდნენ, ევროკავშირის უდიდეს ქვეყანასაც შეუძლია, ეს გააკეთოს“, წერს რიო ტერასი.
გერმანიის საზღვაო ძალების მეთაური თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც საჯაროდ განაცხადა, რომ ყირიმი არავითარ შემთხვევაში არ დაუბრუნდება უკრაინას და რომ რუსეთის პრეზიდენტი პატივისცემას იმსახურებდა.
ამავე თემაზე: