უცხოური მედია: ჯო ბაიდენი უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში შეიარაღებული ძალების განთავსებას განიხილავს

ჯო ბაიდენი უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში შეიარაღებული ძალების განთავსებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ენბისინიუსი“, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა და შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნებმა, პრეზიდენტ ბაიდენს წარუდგინეს სხვადასხვა წინადადება აშშ-ის სავარაუდო საპასუხო ქმედებების შესახებ რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ასევე უკრაინაში შესაძლო შეჭრამდე აშშ-ის თავდაცვის ძალების გადაადგილების შესაძლო ვარიანტები.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ცნობით, წინადადებების წარდგენა აშშ-ის პრეზიდენტის „კემპ-დევიდის“ რეზიდენციაში, ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან გამართული შეხვედრის დროს მოხდა.

ასევე წაიკითხეთ:

აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გაუგზავნა

აშშ-მა უკრაინას 90 ტონა ლეტალური იარაღი მიაწოდა