აღმოსავლეთ ევროპის ახალი სახელმწიფოების NATO-ში გაწევრიანება დღის წესრიგში ახლა საერთოდ არ დგას, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გაზეთ Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში.
უკრაინის საზღვართან არსებულ ვითარებაზე საუბრისას, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ვითარება ძალიან სერიოზულია.
„ევროპაში უსაფრთხოება და თანამშრომლობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ გავლენის ზონების იდეა არ არის, რომელიც ქვეყნებს საკუთარი განვითარების განსაზღვრას უკრძალავს“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
ასევე წაიკითხეთ:
ენტონი ბლინკენი: ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის