დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირი მზადაა, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს

ევროკავშირი მზადაა, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.

„რუსეთის ტაქტიკა ცნობილია. დარწმუნებული ვარ, მათი ერთ-ერთი მიზანი დასავლეთის ერთიანობაში განხეთქილების შეტანაა. ეს არის გამარჯვება, რომელიც რუსებს არ უნდა მივცეთ“, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ასევე წაიკითხეთ:

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: რუსეთის მიმართ მკაცრი და ერთიანი პოზიცია უნდა დავიკავოთ