"სახიფათოა იმის ვარაუდი, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის ბოლო ვარიანტია და მსოფლიო პანდემიის დასასრულს უახლოვდება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
ჯანმოს გენერალური დირექტორის თქმით, მიმდინარე წელს პანდემიის მწვავე ფაზიდან გამოსვლა შესაძლებელია.
„მიმდინარე წელს პანდემიის მწვავე ფაზის დასრულება შეგვიძლია. შეგვიძლია დავასრულოთ Covid-19, როგორც გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა. სახიფათოა იმის ვარაუდი, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის ბოლო ვარიანტია ან საუბარი პანდემიის დასრულებაზე, რადგან მსოფლიოში ამჟამად იდეალური პირობებია შექმნილი სხვა ვარიანტების გაჩენისთვის, მათ შორის უფრო გადამდები და უფრო ვირუსული ვარიანტებისთვის“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
ასევე წაიკითხეთ:
ჰანს კლუგე: „ომიკრონმა“ კორონავირუსის პანდემია ახალ ფაზაში გადაიყვანა