დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: ძალიან მკაფიოდ უნდა ვუთხრათ კრემლს, რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრა დამღუპველი ნაბიჯი იქნება

"უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის მტკივნეული, სასტიკი და სისხლიანი პროცესი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთში ხალხმა გაიგოს, რომ ეს ახალი ჩეჩნეთი შეიძლება იყოს", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა ვუთხრათ კრემლს, რუსეთს, რომ ეს დამღუპველი ნაბიჯი იქნება. ჩვენ ასევე უნდა გავუგზავნოთ მესიჯი, რომ უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის მტკივნეული, სასტიკი და სისხლიანი პროცესი იქნება და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთში ხალხმა გაიგოს, რომ ეს ახალი ჩეჩნეთი შეიძლება იყოს“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე წაიკითხეთ:

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირი მზადაა, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს

უცხოური მედია: ჯო ბაიდენი უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში შეიარაღებული ძალების განთავსებას განიხილავს