აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთისა და უკრაინის საკითხზე ევროპელ ლიდერებთან ვიდეოკონფერენცია გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.
„მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების აქტიურობის გამო და მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს არსებული დაძაბულობის დიპლომატიური გადაწყვეტის საერთო სურვილი. ლიდერებმა ასევე განიხილეს ერთობლივი ძალისხმევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაჩერებლად, მათ შორის რუსეთისთვის ასეთი ქმედებებისთვის მძიმე ეკონომიკური სანქციების დაწესება და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გაძლიერება. მხარეები გააგრძელებენ მჭიდრო კონსულტაციებს ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირთან, ნატოსთან და ეუთოსთან მუშაობის გზით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
საფრანგეთის პრეზიდენტი რუს კოლეგას უკრაინის კრიზისის დეესკალაციის გზას შესთავაზებს