აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თქმით, რომ რუსეთი ცდილობს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის თავის ორბიტაზე შენარჩუნებას.
როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, პრეზიდენტ პუტინის მიერ იმპერიისა თუ გავლენის სფეროების აღდგენის მცდელობის გეგმა მოიცავს დასახელებულ სამ ქვეყანას.
„რუსებმა დაიპყრეს ყირიმი, შექმნეს კრიზისი აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში, რათა შეექმნათ იქაც ინტერვენციის საბაბი. ეს იყო 2014 წელი და გადამწყვეტი მომენტი. ამას, რა თქმა უნდა, წინ უძღოდა რამდენიმე წლით ადრე, 2008 წელს რუსეთის ინტერვენცია საქართველოში. მანამდე კი რუსეთმა დატოვა თავისი ძალები და სამხედრო ტექნიკა მოლდოვაში მისი ხალხისა და მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ. ეს ყველაფერი გარკვეულწილად ამ ქვეყნების რუსეთის ორბიტაზე შენარჩუნების მცდელობას ემსახურება“, – განაცხადა ბლინკენმა.
ასევე წაიკითხეთ:
იან კელი: ვფიქრობ, პუტინს სანქციების ფაქტორი უკვე გათვალისწინებული აქვს