კამერუნში, საფეხბურთო მატჩზე , ჭყლეტასა და დაპირისპირებაში 8 ადამიანი დაიღუპა

კამერუნში, საფეხბურთო მატჩზე დასწრების მცდელობისას, ჭყლეტასა და დაპირისპირებაში 8 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კოვიდრეგულაციების გამო, დედაქალაქ იაუნდეში მდებარე პოლ ბიიას სახელობის სტადიონზე, რომელიც 60 000 ადამიანზეა გათვლილი, გულშემატკივრების რაოდენობა შეზღუდული იყო - საერთო ტევადობის მხოლოდ 80%-ის დაკავება იყო ნებადართული.

ამასთან, მომხდარის მიუხედავად, კამერუნსა და კომორის კუნძულებს შორის დანიშნული მატჩი მაინც ჩატარდა და მასპინძელთა გამარჯვებით (2-1) დასრულდა.