უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება თვლის, რომ უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებს უკვე აქვთ საფუძველი, დააწესონ ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებთათვის რუსული პასპორტების უკანონო გაცემის გამო.
„ჩვენ ვეუბნებით ჩვენს პარტნიორებს: გმადლობთ, რომ მოამზადეთ სანქციები ესკალაციის ახალი ტალღის შემთხვევაში, მაგრამ არის რაღაცები, რისთვისაც რუსეთი ახლა შეიძლება დაისაჯოს სანქციებით, კერძოდ, პასპორტიზაცია [ოკუპირებულ ტერიტორიებზე]“, - აღნიშნა კულებამ.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს განზრახვაზე, განიხილოს კომუნისტების მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი "LPR" და "DPR" დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების აუცილებლობის შესახებ, მან აღნიშნა, რომ ეს საკითხი განიხილება ნორმანდიის ფორმატის ლიდერების მიერ.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.
უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის.
პენტაგონი: 8500-მდე ამერიკელი ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაშია მოყვანილი