საბერძნეთსა და თურქეთში დიდთოვლობის გამო საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხდა

უხვი ნალექის გამო პრობლემები შეიქმნა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, სადაც ძლიერი თოვლის გამო, ათობით ავტომობილი ღამის განმავლობაში გზაზე ჩაიხერგა. ავტომობილის მძღოლებს სასმელი წყალი, საკვები და პლედები დაურიგეს. ტერიტორიაზე გზის გასაწმენდად მაშველების მობილიზება გახდა საჭირო.

გავრცელებული ინფორმაციით, უამინდობამ შეაფერხა საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლაც. გავრცელებული ინფორმაციით, 15 მგზავრი დაშავდა, როდესაც თოვლში გაჩერებული მატარებლის სარკინიგზო ბუქსირით გადაყვანას ცდილობდნენ. სულ კი მატარებელში 200-მდე მგზავრი იმყოფებოდა. 15 დაშავებულიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.

ამასთან, დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა სკოლებში.