ლოკდაუნის პერიოდში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გამართულ წვეულებებთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
როგორც სამართალდამცავ ორგანოში განაცხადეს, პოლიცია შეისწავლის „კოვიდრეგულაციების ყველა პოტენციურ დარღვევას“, რომელიც პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში ბოლო 2 წლის განმავლობაში მოხდა.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის 19 ივნისს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის დაბადების დღის აღსანიშნავად წვეულება გაიმართა. ამ პერიოდში დიდ ბრიტანეთში ლოკდაუნი იყო გამოცხადებული და მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა. კერძოდ, ორზე მეტი ადამიანის შეკრება დახურულ სივრცეში აკრძალული იყო.