უკრაინის უმაღლესი რადა მოითხოვს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადები განისაზღვროს

უკრაინის უმაღლესი რადა მოითხოვს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადები განისაზღვროს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ქვეყნების პარლამენტებს მიმართეს.

განცხადების მიღებას მხარი დაუჭირა 282-მა დეპუტატმა.

„უმაღლესი რადა მიმართავს გაეროს, ევროპარლამენტს, სხვა ქვეყნების მთავრობებს და პარლამენტებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების საპარლამენტო ასამბლეებს, მხარი დაუჭირონ უკრაინის ევროპული პერსპექტივის აღიარებას და ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადებისა და მოდელის განსაზღვრას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

იენს სტოლტენბერგი: ყოველთვის ვუპასუხებთ ჩვენი უსაფრთხოების გარემოს ნებისმიერ გაუარესებას