ისრაელის მთავრობის საკონსულტაციო ჯგუფმა COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზით ყველა ზრდასრულის აცრას რეკომენდაცია გაუწია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის მთავრობის საკონსულტაციო ჯგუფში აცხადებენ, რომ მეოთხე დოზით ვაქცინაცია მესამე დოზის მიღებიდან ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებიდან, სულ მცირე, ხუთ თვეში უნდა მოხდეს.
ცნობისთვის, 3 იანვარს, ისრაელის მთავრობამ 60 წელზე უფროსი ასაკის პირებისა და ჯანდაცვის მუშაკებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა დაამტკიცა.