პოლიციელთა მხრიდან შშმ პირზე ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

პოლიციელთა მხრიდან შშმ პირზე ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მთავრობის კანცელარიასთან გამართეს და განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანია, მომხდარს სწორი კვალიფიკაცია მიეცეს და დამნაშავეები დაისაჯონ.

მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2022 წლის 24 იანვარს, მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. გამოძიების დაწყების შემდგომ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი; გამოიკითხნენ მოწმეები, მათ შორის, ფსიქოლოგის თანდასწრებით გამოიკითხა პირი, რომლის მიმართაც განხორციელდა ძალადობა; გამოთხოვილი იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ვიდეოჩანაწერები; ამოღებული იქნა ერთ-ერთი დაკავებულის მობილური ტელეფონი; დაინიშნა ექსპერტიზები", - განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი გამეზარდაშვილმა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რომ საქმეზე მოკვლევა დაწყებულია.

ამავე თემაზე:

მეტროში ძალადობის ფაქტზე შს სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს

პოლიციელთა მხრიდან შშმ პირზე ძალადობის კანცელარიასთან გამართული აქციით გააპროტესტეს.