ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ ჟომართ თოყაევმა, თავისი წინამორბედის, ნურსულთან ნაზარბაევის, კიდევ ერთი ნათესავი გაათავისუფლა. 25 იანვარს ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ბერიკ იმაშევი, ნურლან აბდიროვმა შეცვალა.
რადიო თავისუფლების ცნობით, 61 წლის იმაშევი კომისიას 2016 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა. მისი ქალიშვილი, აიდა იმაშევა, ნაზარბაევის შვილიშვილის, ნურალი ალიევის, ცოლია.
25 იანვარს, ასევე ყაზახეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდმა, სახელწოდებით "სამრუქ-ქაზინა", განაცხადა, რომ მისმა შვიდმა უმაღლესმა მენეჯერმა დატოვა თანამდებობა პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ფონდში პერსონალის შეკვეცის შესახებ.
ყაზახეთის განვითარების ბანკმა, ასევე განაცხადა თავისი უფროსის, აბაი სარკულოვის, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც თოყაევმა განაცხადა, რომ ბანკი "გადაიქცა კერძო ბანკად ადამიანთა ვიწრო ჯგუფისთვის, რომლებიც წარმოადგენენ ფინანსურ, სამრეწველო და სამშენებლო ჯგუფებს".