"რუსეთი ევროპის უსაფრთხოებას ძირს წლებია, უთხრის. მისი სამხედრო გაძლიერება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ყირიმში, დონბასსა და საქართველოში ძალა გამოიყენა", – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ, ეს არ არის ამ საუკუნის კონცეფცია“, – განაცხადა ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესი კომისრის განცხადებით, ორგანიზაციას ორი პრიორიტეტი აქვს. დიპლომატია და შეკავება. ბორელის თქმით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს დაიწყებს, ევროკავშირი მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს აამოქმედებს.
ასევე წაიკითხეთ:
ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი ამ ეტაპზე უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გამოყვანას არ გეგმავს