უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხორვატიის ელჩი დაიბარეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხორვატიის ელჩი ანიცა ჟამიჩი დაიბარეს. ამის მიზეზი ხორვატიის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის განცხადება გახდა, რომელმაც თქვა, რომ უკრაინის ადგილი NATO-ში არ არის და რუსეთთან ესკალაციის შემთხვევაში ხორვატია მაქსიმალურად დისტანცირდება მოვლენებიდან. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხორვატიის პრეზიდენტის განცხადება უკრაინისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ იმედგაცრუებული არიან ხორვატიის პრეზიდენტის NATO-სთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო. უკრაინაში თვლიან, რომ რუსეთის აგრესიის ფონზე ეს განცხადება უადგილოა.