საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთი აღმოსავლეთ ევროპაში ბოლო წლებში მეტი დესტაბილიზაციის პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა. „
მაკრონის თქმით, მან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის მიზნის შესახებ არ იცის, მაგრამ სულ უფრო მეტი დესტაბილიზაციის ქმედებებს ხედავს. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ კრემლი არ ჩერდება, ევროპაში შეშფოთებას იწვევს. შეხვედრის შემდეგ მაკრონმა და შოლცმა გაიმეორეს, რომ რუსეთს, მისთვის სერიოზული შედეგების გათვალისწინება მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინას თავს დაესხმება.
ოლაფ შოლცის განცხადებით, ოფიციალურ ბერლინს დიდი წვლილი მიუძღვის უკრაინის განვითარებაში და უკრაინულმა მხარემ იცის, რომ შეუძლია, გერმანიას „დაეყრდნოს“.
ამასთან, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად „ნორმანდიის ფორმატის“ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, იმის მიუხედავად, რომ მისმა შედეგებმა მოლოდინები ვერ გაამართლა. მაკრონის თქმით, ამ ფორმატით მუშაობის შეწყვეტა ნიშნავს, რომ აღარ განიხილება „პოლიტიკური ქმედებები“.
ასევე წაიკითხეთ:
საფრანგეთის პრეზიდენტი რუს კოლეგას უკრაინის კრიზისის დეესკალაციის გზას შესთავაზებს