ნიდერლანდების ხელისუფლება კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს ამსუბუქებს

ნიდერლანდების ხელისუფლება კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წლის ბოლოს დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს ნაწილობრივ ამსუბუქებს. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა.

ამასთან, ბოლო დღეებში ნიდერლანდებში ყოველდღიურად 50-60 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

რუტეს თქმით, ნიდერლანდებში 26 იანვრიდან გაიხსნება რესტორნები, ბარები, თეატრები, მუზეუმები და კინოთეატრები.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შეზღუდვების შემსუბუქებას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირების მაღალი სიხშირის პირობებში, ხელისუფლება „გარკვეულ რისკებზე“ მიდის.